3:00 pm
🌿 პიკნიკზე გვეწვიეთ! დიდ დღემდე ერთი დღით ადრე გვინდა, დრო ცოტა ხნით გავაჩეროთ, ბუნებაში გადავინაცვლოთ და უბრალოდ მშვიდად, ერთად გავატაროთ რამდენიმე სასიამოვნო საათი. კახეთში შაბათ დღეს ჩამოსულ სტუმრებს გთავაზობთ შეკრებას ტყის სიმწვანეში. იქ, სადაც ქორწილს გახსნილად გამოვაცხადებთ. პიკნიკზე დაგხვდებათ: წასახემსებელი და სასმელი, პლედები და ბალიშები, საჩვენო მუსიკა, სურვილის შემთხვევაში სხვადასხვა თამაშები ☔️ წვიმის შემთხვევაში: თუ ამინდი არ შეგვიწყობს ხელს, პიკნიკი გადავა ახლომდებარე დახურულ სივრცეში, იმავე დროს და იმავე განწყობით. პიკნიკზე ჩაიცვით კომფორტულად. შეგიძლია თან იქონიო მსუბუქი მოსასხამი ან ჟაკეტი — ტყეში შესაძლოა ჩრდილი ან ნიავი იყოს. ✨ გველოდება ლაღი, თბილი და მეგობრული შეხვედრა ბუნებაში — პირველი ჭიქა ღვინო და წინასაქორწილო ღიმილი!
6:00 pm
სურვილის შემთხვევაში გავუწევთ ჯგუფური ღვინის დეგუსტაციის ორგანიზებას ღვინის ტრადიციების გულში — სოფელ შილდაში, Chelti-ის მარანში. ყველაფრის შეცვლა შესაძლებელია. დაგვიტოვეთ თქვენი კომენტარი, რას ისურვებდით.
11:00 am
ყვარელი-გრემი-ნეკრესი სურვილის შემთხვევაში გთავაზობთ ტურს ახლომდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე.
4:00 pm
ბუნების წიაღში, მთებსა და ვენახებს შორის, საქორწინო ცერემონიაზე სიყვარულს გავუზიარებთ ერთმანეთს და გაგიზიარებთ თქვენ — ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებულია. Dress Code: კარგი განწყობა და სადღესასწაულო სამოსი. ბუნებრივია, ყველაფერი ღია ცის ქვეშ იქნება (ამინდის შესაბამისი მოსაცმელი თუ დაგჭირდებათ, არ დაგავიწყდეთ). ქალებისთვის რეკომენდებულია კომფორტული ქუსლები ან ბრტყელი ფეხსაცმელი — ბალახში სიარული მოსალოდნელია :) დეტალებს გაგიზიარებთ უახლოეს მომავალში
6:00 pm
რომ შევუღლდებით კაი პური ხო უნდა ვჭამოთ? ხო უნდა დავლიოთ და კიდეც გავერთოთ... დანარჩენ დეტალებს დაგაწევთ
11:00 am
ქორწილობის მეორე დღეს სამკურნალოდ ვიკრიბებით ნეკრესში სასტუმროს ტერიტორიაზე.